in

გუარდიოლას ხელფასი 20 მილიონი ხდება

სანამ ნოემბრის კატარულ სიცხეს ვუმკლავდებით პერიოდულად საკლუბო ფეხბურთის ნოტები ალაგ-ალაგ გამოერევა ხოლმე. ჯერ რონალდუმ დაიძახა მე წავედიო, მაგრამ “გარდიანმა” პეპ გუარდიოლას ახალი ხელფასის შესახებ მოგვაწოდა ცნობა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტი” მწვრთნელ პეპ გუარდიოლას კონტრაქტს 1+1 სისტემით გაუხანგრძლივებდა. “გარდიანის” ცნობით, გუარდიოლამ ახალ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.

გამოცემის მტკიცებით, პეპს ხელფასს მოუმატებენ – აქამდე მისი სეზონური გასამრჯელო 20 მილიონი ფუნტი იყო.

გუარდიოლა “ქალაქელებს” 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოქმედმა ჩემპიონმა ავსტრალია მაინც გატეხა

ენტონი დევისის ჩინებული ინდივიდუალური პერფორმანსი ლეიკერსს არ ეყო