in

გრინვუდი და გოგო, რომელიც გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ბავშვს ელოდებიან

„მანჩესტერის“ ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი მამა გახდება.

The Sun წერს, რომ ფეხბურთელის გოგონა ჰერიეტ რობსონი ფეხმძიმედაა. წყვილი შვილს ზაფხულში ელოდება.

შეგახსენებთ, 2022 წლის იანვარში 21 წლის ფეხბურთელი საკუთარ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც რობსონმა სოცქსელებში მთელი რიგი ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ძალადობა გადაიტანა.

ფეხბურთელს გაუპატიურებაში, თავდასხმაში, სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობის მუქარაში ადანაშაულებდნენ. ახლახან კი, თებერვალში ყველა ბრალდება მოუხსნეს.

გრინვუდი ჯერ ისევ არ თამაშობს „იუნაიტედში“ – ის გარიყულია შიდა გამოძიების ჩატარების პერიოდში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ოქროს ბურთის მესამე პრეტენდენტია: ვინ უსწრებს და ვის უსწრებს კვარა

ისტორიის წინ: რა ვითარებაა ისლანდიამდე – ყველას ესმის რას ნიშნავს ეს თამაში