in

გრიგალაშვილი და შავდათუაშვილი ისევ ლიდერები არიან

პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წონითი კატეგორიების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველ არსენად წოდებული ტატო გირგალაშვილი, რომელიც პარიზის გრან სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა, -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია. ტატომ ბელიგელ მატიას კასეს გადაასწრო.

პირველობა კიდევ უფრო გაიმტკიცა ქართული და მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ, ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც პარიზში ოქროს მედალი მოიპოვა. 30 წლის ქართველ ძიუდოისტს 6251 ქულა აქვს და თითქმის 100 ქულით უსწრებს მის უახლოეს მდევარს.

პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას ლაშა შავდათუაშვილს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტის პრიზი გადაეცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად სწორედ ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.
ქართული ძიუდოს ეს დიდი აღიარება შავდათუაშვილმა ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა.

მომდევნო ტურნირი, რომელზეც საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრები იასპარეზებს თელ ავივის გრანდ სლემია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო აღარ გვინდა, ევროპა გვირჩევნია: დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ ევრო 2028-ზე განაცხადი შეიტანეს

ვიდეო: ორი ქართული მომენტი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებში