in

გრემ პოტერს შახტარის ყოფილი მესაჭე გაწვრთნის.

“ბრაიტონ ჰოუ ალბიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მოგეხსენებათ, სულ ცოტახნისწინ გრემ პოტერი ჩელსის მესაჭე გახდა და მისი თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

იწერებოდა შონ დაიჩის, ანგე პოსტეკოღლუს და სხვა მწვრთნელების შესახებ, მაგრამ საბოლოო არჩევანი დონეცკის “შახტარის” ყოფილ მწვრთნელზე, რობერტო დე ძერბიზე შეჩერდა.

43 წლის სპეციალისტს არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის: “პალერმო” და “ბენევენტო”. ბოლოს კი “შახტარს” წვრთნიდა, მაგრამ რუსული აგრესიის გამო ქვეყანა დატოვა. დე ძერბიმ 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “ბრაიტონის” მფლობელმა ტონი ბლუმმა თქვა, რომ მისი შემტევი და გამბედავი თამაშის სტილი თოლიებს, წესით, უნდა მოერგოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეიმარი ცვლილებამ გააღიზიანა, მაგრამ გალტიემ დაიცვა

ტოჩიმ მოიგო, მაგრამ კაჩი-კოშიმდე შორია…