თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე მოზარდთა შორის გოჯუ-რიუ კარატეში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა სპორტსმენმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პანდემიის შემდეგ, ამ მასშტაბის ღონისძიება პირველად გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს აჭარის, სამეგრელოს, კახეთის, გურიის და თბილისის გუნდებმა.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 6 წლიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები და მოზარდები.
გაიცა დაახლოებით 70-მდე პირველი ადგილი (კატა-ს შეჯიბრში ასაკებისა და რანგების მიხედვით და ასევე კუმიტეში).
ჩემპიონატი ტარდება წელიწადში ორჯერ: საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი. პანდემიის გამო 2 წელი შეჩერებული იყო. საქართველოს თასი კი ნოემბერში იგეგმება.
ზოგადად, გოჯუ-რიუ კარატე-ს სახეობაში საქართველოში ჩემპიონატი 2011 წლიდან ტარდება. ჩართულობა ყოველთვის საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ წლიდან წლამდე იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და იმატებს ინტერესი, როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონების მასშტაბით. ასევე იზრდება ფედერაციის ქვეშ არსებული კლუბების (წარმომადგენელი სენსეები და დარბაზები) რაოდენობაც.
აღსანიშნავია, რომ წელს, იტალიაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და დაგეგმილია ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობაც. დააკვირდებიან და იმის მიხედვით შეირჩევა და გადაწყდება, თუ ვინ მიიღებს მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობას.
ლევან როგავა (IOGKf-ის შეფ-ინსტრუქტორი საქართველოში):
“ჩვენ მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიება ემსახურება ერთ მიზანს, მომავალი თაობის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებების ფუნდამენტური არსი და დანიშნულება არის ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ გოჯუ-რიუს, როგორც უნიკალურ საშუალებას ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენებისათვის”.
გოჯუ-რიუ (იაპონურად “ძლიერი და რბილი სტილი”) – ერთ-ერთი უმთავრესი ოკინავური კარატეს სტილია, რომელიც მოიცავს ძლიერი და რბილი ტექნიკის შერწყმას.
GIPHY App Key not set. Please check settings