in

გოჩოლეიშვილმა პირველი საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 80

დანიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „სილკებორგთან“ შეხვდა და 2:2 ითამაშა.
გიორგი გოჩოლეიშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მასპინძლებმა ანგარიში სწორედ ქართველის აქტიურობის შედეგად გახსნეს. ფლანგზე გადაცემა ჩაჭრა, წინ გაიჭრა და ბურთი თანაგუნდელს თავზე დაასვა.

გოჩოლეიშვილს გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
ბოლომდე ითამაშა.

“კოპენჰაგენის” ვებგვერდმა გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, Flashscore.com-მა 7.9 დაუწერა, Sofascore-მა – 8.0.

გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატზე მეთორმეტე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„კოპენჰაგენი“ 26 ქულით მე-3ე ადგილზეა და ლიდერ „მიდტიულანდს“ 1 ქულით ჩამორჩება.

კოპენჰაგენი – სილკებორგი 2:2
გოლები: 1:0 კორნელიუსი (2), 1:1 ადამსენი (45+3, პენ), 2:1 დიკსი (90+1, პენ), 2:2 სიმელხაკი (90+9)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე კვირის სიმბოლურშია

უკრაინამ საქართველოსთვის შემადგენლობა ჩამოწერა: ბათუმში 25 კაცით მოდიან