ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი” კონფერენს ლიგიდან გავარდა და გზა გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ დაუთმო. არადა, გერმანულ გუნდს პირველი მატჩი სტუმრად მოგებული ჰქონდა.
„კოპენჰაგენმა“ 2:1 მოიგო, თამაში დამატებით დროში გადავიდა და დანიელებმა იქ უკვე გამარჯვების ბურთი შეაგდეს – 3:1.
ამრიგად, მერვედფინალში ითამაშებს გიორგი გოჩოლეიშვილის “კოპენჰაგენი”, სადაც მეტოქედ ან “გიმარაეში” (პორტუგალია) ეყოლება ან “ჩელსი”.
ორივე ჩვენიანი ძირითადში იყო. ზივზივაძემ ბოლომდე ითამაშა, გოჩოლეიშვილი კი 106-ე წუთზე შეცვალეს.
ბუდუს ჰქონდა ორი კარგი მომენტი, როცა ჯერ ნახევარბრუნში ურტყამდა, ხოლო შემდეგ თავურით სცადა გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარემ იყოჩაღა.
გოჩოლეიშვილი კი, გუნდს პენალტით შეეწია. ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაიხსნა და მეკარესთან პირისპირ გასული მცველმა მოცელა. პენალტი VAR-ის ჩარევის შემდეგ დაინიშნა.
შეფასებები:
ზივზივაძე – Flashscore – 6.9; Sofascore – 6.7.
გოჩოლეიშვილი – Flashscore – 6.9; Sofascore – 7.4.

ჰაიდენჰაიმი – კოპენჰაგენი 1:3 (ძირ. დრო 1:2)
გოლები: 0:1 შიახა (37), 0:2 დიკსი (53, პენ), 1:2 შენცა (73), 1:3 უესკასი (113)

GIPHY App Key not set. Please check settings