დანიის ჩემპიონატში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი” „ვიბორგთან” დამარცხდა – 2:3.
ქართველმა მცველმა პირველი გოლი გაიტანა:
26-ე წუთზე შორეული დისტანციიდან ზუსტად დაარტყა მოპირდაპირე დაბალ კუთხეში.
დედაქალაქელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაუშვეს.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სადებიუტო გოლის გარდა კიდევ ერთი ასისტი აქვს აქტივში.
მისი შეფასება 7.3-ია.

„კოპენჰაგენი” 41 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “მიდტიულანდს” 4 ქულით ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings