ევროპის ჩემპიონატზე მართალია სათამაშო დრო არ მიეცა, მაგრამ არ არის გამორიცხული გიორგი გოჩოლეიშვილმა კლუბი გამოიცვალოს. ქართველი მცველით გერმანული „ჰამბურგი“ დაინტერესებულა.
მოგეხსენებათ, გიორგი უკრაინის ჩემპიონ „შახტარში“ გამოდის, თუმცა ბოლო პერიოდში თითქმის არ ათამაშებდნენ. ახლა კი, გუნდში ბრაზილიელი ტობიას ვილი დაბრუნდა და შესაძლოა ჩვენიანს კიდევ უფრო შეუმცირდეს თამაშის შანსი. ამიტომ 23 წლის ასაკში ნამდვილად სჯობს ისეთ გუნდში წასვლა, სადაც ითამაშებს კიდეც.
გოჩოლეიშვილს “შახტართან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის მიხედვით ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 2.5 მილიონი ევროა.
“ჰამბურგი” მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს.
GIPHY App Key not set. Please check settings