გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარის“ ფეხბურთელია. ახალგაზრდ ქართველი ფეხურთელი დონეცკურ კლუბს რომ შეუერთდებოდა, ეს ამბავი ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ უკრაინულმა გუნდმა ახლა დაადასტურა ტრანსფერი და გარკვეული ნიუანსებიც გახდა ცნობილი.
საქართველოს ნაკრების ახალწვეული ახალ გუნდს იანვარში ანთალიაში, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. შემდეგ კი „შახტარი“ მეორე შეკრებაზე ოკეანისგაღმა მიდის, აშშ-ში.
საუბარი სავარაუდოდ 3-წლიან კონტრაქტზეა.
გოჩოლეიშვილი აღარ ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატში და ის გამოტოვებს „საბურთალოს“ მატჩს „თელავთან“.
გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, რომელსაც დებიუტი ახლახან ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში.
დღეს გიორგი რადიო „არ დაიდარდოს“ სტუმრობდა გადაცვემაში „ქართული სპორტი“. ამ გადაცემის აუდოჩანაწერის მოსმენა და ვიდეოს ნახვა მალე შეგეძლებათ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გვერდზე.
GIPHY App Key not set. Please check settings