ბუნდესლიგის მე-4 ტურში ქართველების დაპირისპირება ვერ შედგა. გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ შინ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლა და მოუგო – 2:1. ეს ჰამბურგელთა პირველი პირველი გამარჯვებაა ჩემპიონატში.
მასპინძელთა რიგებში დისკვალიფიკაციის შემდეგ გოჩოლეიშვილი დაბრუნდა, ხოლო ბუდუ სწორედ დისკვალიფიკაციის გამო არ ყოფილა.
გიორგიმ ორივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
შეცვალეს 86-ე წუთზე.
შეფასებები: sofascore – 7.4, whoscored – 7.3, flashscore – 7.0.

ჰამბურგი – ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 ვუშკოვიჩი (42), 2:0 ფილიპი (59), 2:1 კოლე (90+3)
„ჰამბურგს“ 4 ქულა აქვს და 28 სექტემბერს ბერლინში „უნიონს“ შეხვდება, „ჰაიდენჰაიმი“ კი უქულოდაა, ბოლოზეა და 27 სექტემბერს „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings