in

გოჩოლეიშვილის საგოლე პასი დაბადების დღისთვის, მამარდა თასზეც არ დააყენეს – ლეგიონერები

ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „უნიონი“ დაამარცხა – 3:2.
ქართველი მცველი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე პასი გააკეთა: კარგად შენიშნა ფლანგზე გახსნილი პარტნიორი და პირველი ასისტი ჩაიწერა აქტივში, რითაც მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს დაბადების დღისთვის (25 წლის გახდა). შეფასებები: flashscore – 7.7, Whoscored – 6.6, sofascore – 6.5.

ჰამბურგი – უნიონი 3:2
გოლები: 0:1 კვერფელდი (28, პენ), 1:1 კენიგსდორფერი (36), 2:1 კაპალდო (45+2), 3:1 კენიგსდორფერი (82), 3:2 ილიჩი (89)

„ჰამბურგმა“ ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 25 ქულით მე-9 ადგილზეა და 20 თებერვალს სტუმრად „მაინცს“ შეხვდება.

ირაკლი ეგოიანის “ექსელსიორმა” შინ “ალკმაარს” უმასპინძლა და დასანანი თამაში წააგო – 1:2. ქართველის გუნდმა ორივე გოლი წამატებულ დროში გაუშვა (92-ე და 96-ე წუთებზე). ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.1.

დანიის ჩემპიონატში ლუკა ლაცაბიძის და გიორგი ტაბატაძის „ვეილე“ „რანდერსს“ სტუმრად შეხვდა და 0:2 წააგო. ლაცაბიძე განაცხადში იყო, ტაბატაძე ტრავმის გამო არ თამაშობს.

დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „დებრეცენი“ მიიღო და 1:0 მოუგო. ორივე ქართველი სათადარიგო იყო, თუმცა ბერიძე 57-ე წუთზე შევიდა.

აზერბაიჯანში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ 1:0 მოუგო „ქარვანს“. ვოლკოვმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა: მე-20 წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულზე ყველაზე მაღლა ახტა და თავით შეაგდო. ბოლო 4 მატჩში 3 გოლი მიითვალა, ისე კი ეს მისი მე-5 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. პაპუნაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს.

სამწუხაროდ, არ ათამაშეს გიორგი მამარდაშვილი, არადა ველოდით, რადგან როტაციის პრინციპით თასზე სათადარიგო მეკარე გამოდის ხოლმე. ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „ლივერპულმა“ შინ „ბრაიტონი“ 3:0 დაამარცხა, კარში კი ისევ ალისონი იდგა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა და ლამაზი გოლი გაიტანა: რატომ არ დააყენეს ძირითადში – ვილიარეალმა წააგო

აბა ნიდერლანდები რას შეგვწვდება: საქართველომ ისევ ბონუსით მოიგო