კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ“ პირველი შეხვედრა ლატვიაში „რიგასთან“ გამართა და წააგო – 1:2.
პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, 36-ე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს კიდეც, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა. საერთო ჯამშ, უკეთ მაინც მასპინძლები გამოიყურებოდნენ. ერთხელ ბურთი ძელს გაარტყეს, სამჯერ ჩვენი გუნდი მეკარე კერესელიძემ გადაარჩინა.
გოლი კი გასახდელში გაგვატანეს – 45+6-ე წუთზე მასპინძლების შეტევა რეგინალდო რამირესმა თავური დარტყმით დაასრულა.
მეორე ტაიმში უფრო თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. ლატვიელებმა უპირატესობის გაზარდეს. 66-ე წუთზე კუთხურის შემდეგ სიკეირამ დუბლი შეასრულა.

„დილამ“ მოახერხა და ბევრად მისღები ანგარიში წამოიღო: 87-ე წუთზე ტეო ბასინგამ მცველისგან რიკოშეტით გაიტანა და გასვლის შანსი შეინარჩუნა.
რიგა – დილა 2:1
გოლები: 1:0 რამირესი (45+6), 2:0 სიკეირა (66), 2:1 ბასინგა (86)
დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე, ეტოუ, არაუჟო, რუხაძე (ტიბოუ 85), დრამე (ედუძი 46), ანდრონიკაშვილი (უატარა 70), კონტე, ფარულავა (ანოფი (80), შეყილაძე (ბუღრიძე 70), ბასინგა
განმეორებითი მატჩი გორში, 31 ივლისს გამართება.
GIPHY App Key not set. Please check settings