in

გორდეზიანის პირველი გოლი, კალანდაძის დებიუტი – ლეგიონერები

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილისა და ვასილიოს გორდეზიანის „სარაევოს“ მატჩი „ბორაცთან“ გადაიდო.
სამაგიეროდ „სარაევომ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა „რადნიკთან“ და 4:1 მოიგო.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა გორდეზიანი ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და ანგარიში სწორედ 22 წლის ქართველმა ფორვარდმა გახსნა.

პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ფრედ 1:1 ითამაშა „კორონასთან“. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 6.6 მიიღო.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ 2:1 დაამარცხა „ოცელული“. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.6.

უნგრეთში შედგა ალექსანდრე კალანდაძის დებიუტი. მისი „ფეჰერვარი“ შინ 0:1 დამარცხდა „დიორისთან“. ქართველი ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 6.1.

ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზამ“ კი გასვლაზე აჯობა „
დიოშდიორის“ 2:1. კვეკვესკირმა 78-ე წუთიდან ითამაშა. შეფასება – 6.4.

სერია B-ში, „კარარეზემ“ 3:2 მოუგო ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანას“. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.5.

კვიპროსზე, გიორგი ქვილითაიას „არისმა“ სტუმრად მოუგო „ანორთოსისს“ – 3:0. ქართველმა თავდამსხმელმა 63-ე წუთიდან ითამაშა და პარტნიორებს ორი საგოლე მომენტი შეუქმნა.

სლოვაკეთში, გურამ კაშიას „სლოვანი“ შეხვდა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ – 1:1. ქართველების დაპირისპირება არ შედგა. კაშია სათადარიგო იყო, ხოლო ძოწენიძეს, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა, დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ დერბიში ქულა აიღო, მამარდა კარგი იყო

წავა თუ არა შოტლანდიაში: ქეცბაიამ საქართველოზე უარი თქვა