in

გოლი 48 ნაკრებთან: რონალდოს ახალი რეკორდი

პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მე-2 ტურში შოტლანდიას მოუგო (2:1). კრიშტიანო რონალდომ მატჩი სათადარიგოებში დაიწყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. 88-ე წუთზე მან დიოგო ჟოტას პასით გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

“ორი თამაში, ორი მოგება. მადლობა მხარდაჭერისთვის, პორტუგალია!” – დაწერა 39 წლის თავდამსხმელმა.

შოტლანდიის ნაკრების კარში რონალდომ პირველად გაიტანა.
კარიერის განმავლობაში მას 48 ნაკრებისთვის აქვს გოლი გატანილი. სხვა ვერცერთმა მოთამაშემ ვერ მიაღწია ამ ნიშნულს.
კრიშტიანოს ყველაზე მეტი გოლი ლუქსემბურგის წინააღმდეგ დაუგროვდა (11). სამეულში ასევე არიან შვედეთი და ლიეტუვა – 7 გოლი.

რონალდომ კარიერაში 901-ე გოლი გაიტანა. აქედან ეროვნულ ნაკრებში 132 გოლი.

კრიშტიანომ ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა გოლი.
მანამდე 39 წლის ფეხბურთელმა „ალ-ნასრში“ ოთხ თამაშში გაიტანა, მერე კი ზედიზედ ორ სანაკრებო შეხვედრაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთ საქართველოს არ ელოდნენ: დარბიან, უტევენ, თავს იცავენ…

როგორი შეიძლება ყოფილიყო ინგლისის ნაკრები: ჰოლანდი, ბეილი, მუსიალა… ამათ ინგლისში თამაში შეეძლოთ