in

გოლი ყველა მატჩში: ლევანდოვსკი ევროპული ნაკრებების ბომბარდირებში მეოთხე გახდა

პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში სან მარინოსთან (7:1) დუბლი მიითვალა.
მან ამ სეზონის ყველა მატჩში გაიტანა – 10 გოლი 6 შეხვედრაში, რომელიც ნაკრებსა თუ „ბაიერნში“ ჩაატარა.

ამასთან, ლევანდოვსკისთვის ეს ორი ბურთი ნაკრებში გატანილი 71-ე და 72-ე გოლებია.

33 წლის ფორვარდი მე-4 ადგილზე გადავიდა ევროპულ ნაკრებებში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში. პოლონელმა მიროსლავ კლოზეს გადაასწრო.

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 111 გოლი 180 მატჩში.
  2. ფერენც პუშკაში (უნგრეთი და ესპანეთი) – 84 გოლი 89 მატჩში.
  3. შანდორ კოშიჩი (უნგრეთი) – 75 გოლი 68 მატჩში.
  4. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 72 გოლი 124 მატჩში.
  5. მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 71 გოლი 137 მატჩში.
  6. გერდ მიულერი (გფრ) – 68 გოლი 62 მატჩში.
  7. რობი კინი (ირლანდია) – 68 გოლი 146 მატჩში.
  8. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 64 გოლი 98 მატჩში.
  9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 62 გოლი 118 მატჩში.
  10. ედინ ჯეკო (ბოსნია და ჰერცოგოვინა) – 60 გოლი 115 მატჩში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუის ენრიკე: ერთი შეხედვით ადვილი მატჩი სჩანდა, მაგრამ ასე არ ყოფილა

ბადახოსის კატასტროფა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები – კაშია ყველაზე ცუდია, ყველაზე კარგი კაკაბაძეა