in

გოლი და პასი: ხვიჩამ პირველი პენალტი გაიტანა, ნაპოლიმ მოიგო

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩი ნაადრევად, შუადღეს ითამაშა. ხვიჩას გუნდი გადარჩენისთვის მებრძოლ „სპეციას ესტუმრა და 3:0 მოუგო. გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

კვარაცხელია ძირითადაში იყო და ძალიან კარგი მატჩიც ჩაატარა. ქართველი შემტევი აქტიური იყო და მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდა მეტოქის მცველები, რომლებიც ხშირად უხეშობდნენ და ჯარიმით თუ აჩერებდნენ ნეაპოლელთა გარემარბს.

პირველ ტაიმში „ნაპოლიმ“ გოლი ვერ გაიტანა. მეორეში კი მალევე დაწინაურდა და მერე უკვე სივრცე გამოთავისუფლებულ კონტრშეტევებზე მოგება აღარ გასჭირვებია.

მეორე ნახევარი განახლდა თუ არა, სტუმრებმა დამუშავებული კომბინაცია გაითამაშეს და საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი მცველს ხელზე მოხვდა. პენალტის დასარტყმელად კვარა მივიდა. მართალია მეკარე დარტყმამდე გადახდა მისგან მარცხნივ, მაგრამ ხვიჩა თავის დარტყმაზე იყო კონცეტრირებული და მანაც ბურთი იმავე კუთხეში გაუშვა. თუმცა დარტყმა იმდენად კარგი იყო, რმ მეკარე ვეღარ მიწვდა – ბურთი კუთხეში და საშუალო სიმაღლეზე წავიდა – 0:1.

ეს იყო კვარაცხელიას პირველი გატანილი 11-მეტრიანი იტალიის ჩემპიონატში (მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა).

მე-60 წუთზე ხვიჩას მეკარემ აუღო.

69-ე წუთზე „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა. კვარაცხელიას ჩაწოდებული მცველმა ჩაჭრა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ცუდად მოიგერია. ამით ოსიმენმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 0:2.

73-ე წუთზე კი ისევ მცველების შეცდომის შემდეგ ხვიჩა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ოსიმენს დაუგორა და ნიგირიელმაც ცარიელ კარში შეაგორა.

ხვიჩა იქვე შეცვალეს.

ამრიგად, კვარას ჩემპიონატის 17 მატჩში 8 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს.

„ნაპოლის“ 21 ტურის შემდეგ 56 ქულა დაუგროვდა და თავდაჯერებული ლიდერია.
მომდევნო შეხვედრა „ნაპოლის“ 12 თებერვალს შინ უწევს აუტსაიდერ „კრემონეზესთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლამაზი ამბავი: ნოდარ ჭეიშვილმა რჩეულს ხელი თამაშის შემდეგ თხოვა – მან თქვა კი

…სადაც გვჭირდება ცვლილებები: სფფ-ს პრეზიდენტი ისევ ლევან კობიაშვილია