in

გოლი აღარ გაუქმდება: ხელით თამაშით წესებში ცვლილებები შედის

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB), რომელიც ფეხბურთის წესებს არეგულირებს, ხელით თამაშით წესში კორექტირებას აკეთებს.

ხელით შემთხვევით თამაში, რომლის შედეგად ხელით მოთამაშის თანაკლუბელი გოლს იტანს ან გატანის შესაძლებლობას იღებს, დარღვევად აღარ ჩაითვლება.

მსგავსი მაგალითი მოხდა პრემიერლიგაში „ფულჰემისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩში (0:1). მსაჯმა გააუქმა მაჯას გოლი, რადგან ბურთი ხელზე მოხვდა მარიო ლემინას, როდესაც „ტოტენჰემის“ მცველს ბურთი ამოქონდა. ამასთან, ლემინას ხელი სხეულს მიბჯენილი იყო. ასეთი გოლები აწი ჩაითვლება.

IFAB-მა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ხელის მდებარეობის განსაზღვრა ისევ მსაჯების გადასაწყვეტი იქნება.

ახალი წესი ოფიციალურდ ძალაში 1 ივლისიდან შევა, თუმცა ლიგებს უფლება აქვთ ეს წესი მანამდეც დანერგონ.

არაფერსაც არ აგიხსნით: მსაჯები VAR-ის გადაწყვეტილებას გულშემატკივრებს არ ეტყვიან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაღა ახლა: იბრა ნაკრებში ბრუნდება და საქართველოსთან ითამაშებს

5-ში 7: მესი თებერვლის ფეხბურთელია