in

გოლი არ მახსოვს, თუმცა მგონი ლამაზი იყო: ხვიჩა თამაშით კმაყოფილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა: გოლი გაიტანა, მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უეფას ვერსიით MVP-ც გახდა. პსჟ-მ კი 4:0 აჯობა „ატალანტას“.

კვარამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონურად დაიწყო: გოლი და MVP

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ქართველმა ფეხბურთელმა.

„ძალიან გახარებული ვარ. ჩვენი საქმე შესანიშნავად გავაკეთეთ. ბურთს ვფლობდით და თამაშს ვაკონტროლებდით. მართალი გითხრათ, ჩემი გოლი კარგად არ მახსოვს, თუმცა მგონი ლამაზი იყო. მე უფრო „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი მომწონს.
მცირე პრობლემა მქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. 100%-ით მზად ვიყავი.

ისევ გვინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელიაა. ფინალი „ნაპოლისთან“? არ ვიცი. ტურნირზე იმდენი მაღალი დონის გუნდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვთამაშობთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონურად დაიწყო: გოლი და MVP

ლივერპულმა ისევ ბოლოს მოიგო, პსჟ-მ ფრე არ იცის – ჩემპიონთა ლიგა