ევროპის ჩემპიონატის კიდევ ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია. ორივე შემთხვევაში ფავორიტი გავიდა, მაგრამ თამაშის ხარისხით უამრავი კითხვის ნიშნები კი დატოვეს. ტურნირამდე ერთ-ერთი უდაო ფავორიტმა მბაპეს საფრანგეთის ნაკრებმა უკვე 4 მატჩი ითამაშა და ჯერ თამაშიდან გოლი ვერ გაუტანია (ავსტრიასთან ავტოგოლი, ნიდერლანდებთან 0:0, პოლონეთთან პენალტი და ბელგიასთან ავტოგოლი).
გაუჭირდა რონალდოს პორტუგალიასაც, რომელიც მეკარის ჯადოქრობამ იხსნა. კოშტამ სამიდან სამი პენალტი აიღო და ახლა ორი გრანდის დაპირისპირება გველოდება.
ევრო 2024. 1/8 ფინალი
საფრანგეთი – ბელგია 1:0
1 ივლისი. დიუსელდორფი. “მერკურ შპილ არენა”. 46 810 მაყურებელი
გოლი: 1:0 ვერტონგენი (85-საკ. კარში)
საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტ. ერნანდესი, კანტე, ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი, ტურამი (62. კოლო მუანი), მბაპე
ბელგია: კასტეელსი, კასტანიე (88. დე კეტელერი), ფესი, ვერტონგენი, ტეატი, დე ბრუინი, ონანა, კარასკო (89. ლუკებაკიო), ოპენდა (63. მანგალა), დოკუ, ლუკაკუ
გაფრთხილება: ჩუამენი (15), გრიზმანი (23), რაბიო (24), ვერტონგენი (76), მანგალა (90+3)
უეფას ვერსიით: მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჟიულ კუნდე
ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ავტოგოლი გავიდა, რაც კონტინენტის პირველობისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
საფრანგეთის ნაკრების მეტოქეებმა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი – 5 ავტოგოლი გაიტანეს.
საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ბოლოს 2016 წელს მოიგო. მაშინ დიდიე დეშამის გუნდმა ნახევარფინალში პორტუგალია დაამარცხა.
საფრანგეთის ნაკრებმა ერთადერთი დარტყმა მიიღო ბელგიის ნაკრებისგან პირველ ტაიმში, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ, როცა სამხრეთ კორეას არცერთი დარტყმა არ ჰქონდა.
საფრანგეთი და ბელგია 76-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამაზე მეტჯერ “სამფეროვნებს” არცერთ ნაკრებთან არ უთამაშიათ. შედარებისთვის, მეორე ყველაზე ხშირი მეტოქეობა ფრანგებს იტალიასთან და შვეიცარიასთან აქვთ – ორივესთან 39-39 მატჩი.
პორტუგალია – სლოვენია 0:0, პენ 3:0
1 ივლისი. ფრანკფურტი. “ფრანკფურტ არენა”. 46 576 მაყურებელი
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (105. მოგერიება)
პენალტების სერია: 0:0 ილიჩიჩი (მოგერიება), 1:0 რონალდო, 1:0 ბალკოვეცი (მოგერიება), 2:0 ბრუნო ფერნანდეში, 2:0 ვერბიჩი (მოგერიება), 3:0 ბერნარდო სილვა
პორტუგალია: დიოგო კოშტა, ჟოაო კანსელო (117. სემედუ), რუბენ დიაში, პეპე (117. რუბენ ნევეში), ნუნუ მენდეში, ბრუნო ფერნანდეში, პალინია, ვიტინია (65. დიოგო ჟოტა), ბერნარდო სილვა, ლეაო (76. კონსეისაო), რონალდო
სლოვენია: ობლაკი, კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიოლი, ბალკოვეცი, სტოიანოვიჩი (87. ვერბიჩი), ჩერინი, ელშნიკი (106. ილიჩიჩი), მლაკარი (74. გორენც სტანკოვიჩი), შპორარი5 (74. სელარი), შეშკო.
გაფრთხილება: დრკუშიჩი (32), კარნიჩნიკი (37), გორენც სტანკოვიჩი (101), ბიოლი (106), ბალკოვეცი (107), ჟოაო კანსელო (107)
უეფა-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: დიოგო კოშტა.
ეს მატჩი პირველია ევრო 2024-ზე, რომელშიც პენალტების სერია დაინიშნა.
პორტუგალიის ნაკრები 21-ე საუკუნეში მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
პორტუგალიის ნაკრებმა მერვედ ითამაშა დამატებითი დრო ევროპის ჩემპიონატებზე. მხოლოდ იტალიას აქვს ნათამაშები უფრო მეტი – 10.
ამ მატჩის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პორტუგალიის ნაკრების ბოლო 7 მატჩიდან 5 დამატებით დროში გადავიდა. სულ ევროპის პირველობაზე პორტუგალიელებმა დამატებით დროში 8-ჯერ ითამაშეს.
კრიშტიანო რონალდომ კარიერაში თამაშიდან 30-ე პენალტი ვერ გამოიყენა.
კრიშტიანო რონალდომ ამ ევროპის ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც გოლი არ გაუტანიათ, კარისკენ დარტყმა ყველაზე მეტჯერ, 19-ჯერ სცადა.
რონალდომ ევროპის ჩემპიონატებზე ჯარიმიდან 33-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.
41 წლის და 126 დღის პეპე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც დიდი საერთაშორისო ტურნირის პლეი-ოფის შეხვედრაში ითამაშა.
მან გადაუსწრო ინგლისის ნაკრების მეკარე პიტერ შილტონს, რომელმაც 40 წლისა და 292 დღისამ ითამაშა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიასთან III ადგილისთვის მატჩში.
სლოვენიის ნაკრები ევრო 2024-ს ისე გამოეთიშა, რომ ძირითად დროში თამაში არ წააგო.
პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიოგო კოშტამ სლოვენიასთან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია და ამ მიღწევით გახდა პირველი მეკარე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. ამასთან, ის გახდა ასევე პირველი მეკარე, ვინც პენალტების სერიაში არცერთი გოლი არ გაუშვა.
GIPHY App Key not set. Please check settings