in

გოგლიჩიძის პირველი საგოლე პასი და მაღალი შეფასება: ემპოლიმ წააგო და ცუდ დღეშია

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A-ს 34-ე ტურში სტუმრად „ფიორენტინასთან“ დამარცხდა – სერია A-ს 34-ე ტურში.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი ქართველი მცველის პასით ფაცინიმ ანგარიში შეამცირა.

ეს ჩვენიანის პირველი საგოლე მოქმედებაა, 33 მატჩში.

გოგლიჩიძე 89-ე წუთზე შეცვალეს.

საბამ ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში გოლის ავტორის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore – 7.1, flashscore – 7.1, whoscored – 7.0.

ფიორენტინა – ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ადლი (7), 2:0 მანდრაგორა (25), 2:1 ფაცინი (57)

„ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 4 მაისს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილმა გაიტანა, გორდეზიანმაც, ლოჩოშვილიც კარგია – ლეგიონერები

მიქაუტაძე ხვიჩაა: ჟორჟი მეორე ქართველია, რომელმაც 10+ გოლი გაიტანა ზედიზედ მეორე სეზონში