საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ ახალი წელი ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვენეციასთან“ გასვლითი მატჩით გახსნა და რთულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 1:1.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი მატჩი მაღალ დონეზეც, თითქმის უშეცდომოდ ითამაშა.
შესაბამისად, შეფასებებიც კარგია: Flashscore – 7.2; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.9.
ვენეცია – ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 პოხიანპალო (5), 1:1 ესპოზიტო (32)
19 ტურის შემდეგ „ემპოლიმ“ 20 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი 11 იანვარს აქვს, შინ „ლეჩესთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings