საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A-ს ბოლო ტურში შინ უშუალო კონკურენტს, „ვერონას“ შეხვდა, სამწუხაროდ დამარცხდა – 1:2 და ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობა.
ქართველმა მცველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.
საბამ ჯამში ჩემპიონატის 33 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ემპოლის“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. პარალელურ მატჩებში „ემპოლისთვის“ არასახარბიელო შედეგები დაფიქსირდა და 31 ქულით მე-18 ადგილზე აღმოჩნდა.
ემპოლი – ვერონა 1:2
გოლები: 0:1 სერდარი (4), 1:1 ფაცინი (43), 1:2 ბრადარიჩი (69)

GIPHY App Key not set. Please check settings