იტალიის 1/4 ფინალში სენსაცია მოხდა: „საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ თვით “იუვენტუსი” გააგდო – 1:1 და პენალტების სერიაში 4:2.
ქართველმა მეორე ტაიმი ითამაშა ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად და ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.6.
„ემპოლი” 1/2-ფინალში “ბოლონიას” შეხვდება, 2 აპრილს შინ, 23 აპრილს კი გასვლაზე.
იუვენტუსი – ემპოლი 1:1 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 მალე (24), 1:1 ტიურამი (66)
„ემპოლი“ მომდევნო მატჩს 2 მარტს ჩაატარებს, სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „ჯენოას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings