in

გოგლიჩიძე 6 თვით უოტფორდში გადადის

საბა გოგლიჩიძე ახლოს არის იჯარით ინგლისურ „უოტფორდში“ გადავიდეს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „უოტფორდი“ 21 წლის ქართველ მცველს ექვსთვიანი იჯარით დაიმატებს, გამოსყიდვის გარეშე.

საბა გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ 4.5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა იქ მცირე სათამაშო დრო აქვს და არც იტალიური კლუბი იყო წინააღმდეგი ფეხბურთელის გასაშვებად.

საკითხზე კომენტარი „უოტფორდის” სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამიმ გააკეთა:
„ჩვენი მიზანია, ავიყვანოთ ხარისხიანი ფეხბურთელი და ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ. საბა გოგლიჩიძე ზუსტად ის მოთამაშეა, რომელსაც განვიხილავთ. ვიცით, რომ მას კიდევ არაერთი კლუბი აკვირდება და ბოლომდე საქმის მიყვანა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გოგლიჩიძეს თამაში შეუძლია როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე“.

მოგეხსენებათ, გოგლიჩიძეს „უოტფორდში“ თანამემამულე დახვდება, გიორგი ჩაკვეტაძე. ამ გუნდშია ასევე ნიკოლოზ ჩიქოვანი.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიპში 28 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-8 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტურმმა ევროპა ლიგაზე კიტეიშვილის გოლით მოიგო

ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს