in

გოგლიჩიძე ძირითადში დაბრუნდა და ტრავმა მიიღო: არადა ნაკრებში სათამაშო აქვს

სერია A-ს მე-12 ტურში საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლი“ სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდა და ფრედ ითამაშა – 1:1.
დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და საიმედოდ ითამაშა. შეფასებებიც საკმაოდ მაღალი აქვს: Flashscore – 7.7; Sofascore – 7.2; Whoscored – 7.2.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მცველმა 61-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვებაც მოუწია.

იმედია დაზიანება სერიოზული არ არის, რადგან საბას ეროვნულ ნაკრებში მოუწევს თამაში. როგორც ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე თქვა, გოგლიჩიძეს ერთა ლიგაზე მომავალი ორი მატჩიდან ერთში მაინც მისცემს შანსს.

ლეჩე – ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 პელეგრი (33), 1:1 პეროტი (77)

„ემპოლის“ 15 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, 25 ნოემბერს კი „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე საუკეთესოა: კუთხურიდან ორჯერ ჩაახვია, პასებს არიგებდა, მაგრად ითამაშა

ზურიკოს გოლი ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს