სერია A-ს 23-ე ტურში „ემპოლი“ სტუმრად „იუვენტუსს“ შეხვდა და დამარცხდა – 1:4.
ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე ამჯერად ძირითადში არ ყოფილა და მეორე ტაიმში, ტრავმირებული ისმაილის ნაცვლად მოუწია შესვლა. ეს მოხდა 59-ე წუთზე. სულ მალე ტურინელებმა ანგარიში გაათანაბრეს. სწორედ გოგლიჩიძეს მოუგო ორთაბრძოლა კოლო მუანიმ და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მასპინძლებმა თამაში მოატრიალეს და გამარჯვება მოახერხეს.
საბას შეფასებები: flashscore – 6.2; sofascore-5.4; whoscored-6.38.
იუვენტუსი – ემპოლი 4:1
გოლები: 0:1 დე შილიო (4), 1:1 კოლო მუანი (61), 2:1 კოლო მუანი (64), 3:1 ვლაჰოვიჩი (90), 4:1 კონსეისაო (90+2)
გაძევება: მალე (84, ემპოლი)
„ემპოლი“ 21 ქულით მე-17 ადგილზეა და 8 თებერვალს „მილანს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings