საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის გადაბირება იტალიურ საფეხბურთო ელიტაში ახლახან დაბრუნებულ “სასუოლოს” სურს. შესაძლოა, ამ გარიგებაში ქართველი უკანახაზელის მსურველმა კლუბმა სხვა ფეხბურთელიც ჩართოს.
“პიანეტა ემპოლის” ინფორმაციით, “სასუოლოს” იმდენად უნდა გოგლიჩიძის დაბევება, შესაძლოა, რიკარდო ჩერვოს შეელიოს. ამ უკანასკნელმა გასული სეზონი იჯარით “კოზენცაში” გაატარა და “სასუოლოში” დაბრუნდა, ახლა კი მასთან თანამშრომლობა “ემპოლისაც” მოუნდა.
“სასუოლო” აპირებს, გოგლიჩიძის სატრანსფერო ფასის შესამცირებლად, ჩერვო გამოიყენოს. ასეთი რამ თანამედროვე ფეხბურთში ხშირად ხდება და არ არის გამორიცხული, მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდეს.
21 წლის ქართველი მცველი, დიდი ალბათობით, დატოვებს სერია B-ში დაქვეითებულ “ემპოლის”. საბას მსურველები მრავლად ჰყავს. განსაკუთრებით აქტიურობენ იტალიური კლუბები – “რომა”, “უდინეზე” და “ლაციო”. არის ინტერესი ინგლისიდანაც, კერძოდ, “ნოტინგემ ფორესტიდან”…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings