in

გოგლიჩიძე უდინეზესაც მოუნდა

“ტუტომერკატოს” ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის გადაბირებით კიდევ ერთი კლუბი, იტალიური “უდინეზე” დაინტერესდა. უდინელებმა ინგლისში, კერძოდ “ლიდსში” გაყიდეს სლოვენიელი ცენტრალური მცველი იაკა ბიოლი და ახლა მის შემცვლელს ეძებენ.

კანდიდატი ორია – გოგლიჩიძის გარდა, “უდინეზე” “სპეციას” ცენტრალური მცველის, ნიკოლა ბერტოლას შეძენასაც განიხილავს. წესით, ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

მოგეხსენებათ, გოგლიჩიძის ამჟამინდელი კლუბი, “ემპოლი”, სერია A-დან გავარდა. ტოსკანელები ქართველ ფეხბურთელს შეელევიან, ოღონდ, სურთ, ტრანსფერში რაც შეიძლება მეტი თანხა მოიგონ, რაც სავსებით ბუნებრივია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი გოგლიჩიძეში 7-8 მილიონ ევროს გადაიხდის, “ემპოლი”, დიდი ალბათობით, თანახმა იქნება.

“უდინეზეს” გარდა, საბას არაერთ სხვა კლუბსაც უკავშირებენ – “პარმა”, “რომა”, “სასუოლო”, “ფიორენტინა”, “ლაციო”, “სანდფერლენდი” და “ნოტინგემი”. ზამთარში გოგლიჩიძე პრაქტიკულად გადასული იყო “რომაში”, თუმცა ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა უიმბლდონზე პირველი გაიარა, ფურცელაძე გამოვარდა

მამარდაშვილს შეუძლია ლივერპულის ლეგენდებში ჩაეწეროს