“კალჩომერკატოს” ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძე ძალიან ახლოს არის “სასუოლოში” გადასვლასთან. პოპულარული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის ტრანსფერით სერია A-ში ახლახან დაბრუნებული “სასუოლოა” დაინტერესებული.
ამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი კარნევალიმ, “ემპოლის” 6 მილიონ ევროსთან ერთად თავდამსხმელი ლუკა მოროც შესთავაზა. შესაძლოა, გარიგებაში მოროს ნაცვლად ჩართონ ნიკოლას პიერინი და სამუელე მულატიერიც.
გოგლიჩიძის თამაში ძალიან მოსწონს “სასუოლოს” მთავარ მწვრთნელს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონ ფაბიო გროსოს, რომელიც ამ პოსტზე 2024 წლის ივნისიდან მუშაობს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings