საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „მილანთან“ შეხვედრა 0:2 დათმო.
ქართველი მცველი თავიდან სათადარიგოებში იყო, მაგრამ 28-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი მატია ვიტი შეცვალა.
55-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „მილანის“ მცველი ტომორი მოედნიდან გააძევა. 10 წუთში მისი ბედი „ემპოლის“ მარიანუჩიმ გაიზიარა.
68-ე წუთზე რაფა ლეაომ გოგლიჩიძეს პოზიციისთვის ბრძოლა მოუგო და ანგარიში გახსნა.
შეფასებები: sofascore – 6.6, flashscore – 6.5, whoscored – 6.3

ემპოლი – მილანი 0:2
გოლები: 0:1 ლეაო (68), 0:2 ხიმენესი (76)
გაძევება: ტომორი (55, მილანი), მარიანუჩი (65, ემპოლი)
24 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 21 ქულით მე-17 ადგილზეა და პლეი აუტის ზონას მხოლოდ ქულით ასწრებს.
16 თებერვალს სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.

GIPHY App Key not set. Please check settings