საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A-დან გავარდა. იმედია და დიდი შანსია ქართველი მცველი გუნდს მეორე ლიგაში არ გადაყვება, მით უმეტეს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც ითქვა, რომ საბათი დიდი გუნდები იყვნენ დაინტერესებული.
ადგილობრივ პრესაში ახლაც იწერება, რომ გოგლიჩიძე „ემპოლის” დატოვებს.
კვლავ წამოიჭრა თვით ტურინის „იუვენტუსის“ ვარიანტი და ამბობენ, რომ ჩვენიანი ახლოსაა გრანდში გადასასვლელად.
გეხსომებათ ზამთარში „რომა“ თითქმის უკვე გამოსული იყო და არ არის გამორიცხული ეს ვარიანტი კვლავ გააქტიურდეს.
რადარზე ინგლისური გუნდებიც არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings