in

გოგლიჩიძე ემპოლის ფეხბურთელია, კლუბიც მალე იტყვის

იტალიაში უკვე წერენ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ ფეხბურთელი უკვე გახდა.

კლუბმა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს 3+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. საბა გუნდს მალე შეუერთდება, თუმცა შეიძლება თამაში გაზაფხულამდე არ მოუწიოს, ჯერ ადაპტაციის პერიოდია.

ქართველმა მცველმა „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმება პარასკევს გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

იტალიელები წერენ, რომ გოგლიჩიძეს რეკომენდაცია „ემპოლის“ ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ გაუწია.

სერია A-ს გუნდების განახლებად ცნობებში 19 წლის ქართველი მცველის სახელი უკვე წერია. ქუთაისის „ტორპედოსთან“ ტრანსფერის გამოსყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმებულია.

გოგლიჩიძე ახლახან საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

„ემპოლი“ ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის ორმაგი დუბლი და ორლანდოს მოგება ოვერტაიმში

მბაპე რეალს შეუთანხმდა და მადრიდში ზაფხულში გადავა