in

გოგლიჩიძე დაბრუნდა და სრულად ითამაშა: ფეხს ისევ იტკიებდა

საბა გოგლიჩიძე მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების მცველმა ტრავმის შემდეგ „ემპოლის“ რიგებში „უდინეზესთან“ 90 წუთი ითამაშა.

თუმცა, მეორე ტაიმში ორთაბრძოლისას ტკივილი იგრძნო, ფეხს იტკიებდა, მაგრამ თამაში გააგრძელა. დაზიანებამ ის შეხვედრის მიწურულსაც შეაწუხა.

მისი თამაში ასე შეაფასეს: Flashscore – 6.9, Whoscored და Sofascore – 6.6.

13 ტურის შემდეგ „ემპოლიმ“ 16 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.
30 ნოემბერს გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, გოგლიჩიძე 8 ნოემბერს „ლეჩესთან“ შეხვედრაში დაშავდა. ამის გამო მოუწია უკრაინასთან და ჩეხეთთან სანაკრებო მატჩების გამოტოვება. არადა, ვილი სანიოლმა თქვა, ერთ რომელიმე შეხვედრაში ვათამაშებო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უსაზღვროება: (ი)რეალური რეალის დაუჯერებელი მომავალი – გაიკეთე სათვალე და აღმოჩნდი თამაშზე

ვიდეო: ბითაძემ და ორლანდომ ისევ მოიგეს: გოგამ 22 წუთი ითამაშა