in

გოგლიჩიძე გრანდების ინტერესში: მილანი და იუვენტუსი ქართველ მცველზე ფიქრობენ

La Gazzetta dello Sport წერს, რომ “იუვენტუსი” “ემპოლის” ქართველი მცველის საბა გოგლიჩიძის დამატებითაა დაინტერესებული.

მას პირადად ტურინელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი აკვირდება, რომელიც მიზნად დაცვის გაძლიერებას ისახავს.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს იმასაც, რომ “ვეკია სინიორასთვის” პრიორიტეტული “ბარსელონადან” რონალდ არაუხოს, ან “ბენფიკადან” ანტონიო სილვას დამატება იქნება, მაგრამ ქართველიც “იუვენტუსის” სიაშია.

შეგახსენებთ, რომ საბას დამატებით “მილანიცაა” დაინტერესებული და OneFootball-ს ცნობით, “როსონერის” უნდა “იუვენტუსს” დაასწროს, გოგლიჩიძეს კონტრაქტი ახლავე გაუფორმოს და მდიდარი გამოცდილების მისღებად და კლასის ასამაღლებლად ზაფხულამდე იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეთანხმებულია: დღეს კვარა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

ვიდეო: თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა – მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის მაისური გამოუგზავნა