„ემპოლის“ 21 წლის მცველს საბა გოგლიჩიძეს იტალიური მედია ლამის სერია A-ს ყველა კლუბს უკავშირებს და ძნელია სიმართლე გაარკვიო. DIRETTA CALCIOMERCATO კი ირწმუნება, რომ ქართველით „მიდტიულანდი“ დაინტერესდა.
გამოცემის ცნობით, დანიური კლუბი უკვე დაუკავშირდა „ემპოლის“ და გოგლიჩიძეში 4 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტოსკანელები 8 მილიონს ითხოვენ.
Sassuolo News-ის მტკიცებით, „სასუოლო“ მზადაა საბას სანაცვლოდ 6 მილიონი გადაიხადოს და თან „ემპოლიში“ თავდამსხმელი ლუკა მორო გაუშვას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ „პარმა“ ჯოვანი ლეონის გაყიდის, გოგლიჩიძის დამატებას შეეცდება, მაგრამ სატრანსფერო საკითხებში იმდენი „თუა“, რთულია დაადგინო, რეალურად ვინ აპირებს ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენას.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings