in

გოგლიჩიძეს რომა ისევ გამოუჩნდა

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა გოგლიჩიძემ, კარიერა, შესაძლოა “რომაში” გააგრძელოს – იქ, სადაც ამ წლის დასაწყისში მისი ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მიზეზთა გამო ჩაიშალა…

…და აი, ეს ტრანსფერი, შესაძლოა, ახლა – ივლისის შუა რიცხვებისთვის განხორციელდეს. გოგლიჩიძე “რომასათვის” ერთადერთი ვარიანტი არ არის, თუმცა დედაქალაქელთა სატრანსფერო სიაში ნამდვილად არის. მოგეხსენებათ, “ემპოლი” დაემშვიდობა იტალიურ საფეხბურთო ელიტას, რაც გოგლიჩიძის კლუბიდან წასვლის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

“სოლო ლა რომა” (“მხოლოდ რომა”, sololaroma.it) იტალიაში “რომასთან” დაახლოებულ საინფორმაციო საშუალებად ითვლება. ის ქართველი ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებს გვატყობინებს.

“მას შემდეგ, რაც გუნდიდან წავიდა მატს ჰუმელსი, “რომა” ცენტრალური მცველის დამატების აუცილებლობის წინაშე დადგა. კლუბი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. “რომას” სპორტული დირექტორი, ფრედერიკ მასარა, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან ერთად.

ამ დროისთვის “რომასთვის” უპირველესი ვარიანტია ჯონ ლუკუმი. 1998 წელს დაბადებულ კოლუმბიელ მცველს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა “ბოლონიაში”. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ ბოლონიელებს ლუკუმის გამოსასყიდ თანხად 28 მილიონი უწერიათ, ოღონდ ეს პუნქტი მხოლოდ 10 ივლისის ჩათვლით მოქმედებს. თუ ამ ვადას გადასცდა, “რომას” დიდი ალბათობით, მეტი თანხის გაღება მოუწევს.

არის კიდევ ორი ალტერნატივა – 28 წლის არგენტინელი მარკოს სენესი, ვინც ამ დროისთვის ინგლისური “ბორნმუთის” დაცვას ამაგრებს, და ახალგაზრდა ქართველი, 2004 წელს დაბადებული საბა გოგლიჩიძე. ამ უკანასკნელმა თავი “ემპოლიში” კარგი თამაშით გამოიჩინა. ის ახალგაზრდსაა, ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, აშკარად დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია”, – წერენ იტალიელები.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე სანდერლენდს და ბარნლის ურჩიეს