in

გოგლიჩიძეს არ გამოუვიდა, სხვებმა კარგად ითამაშეს – ლეგიონერები

სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ლაციოს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 0:1. ქართველმა მცველმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენებაზე შეცვალეს, რადგან გუნდი 10 მოთამაშით დარჩა და მწვრთნელმა სათამაშო სქემა შეცვალა, თან გოგლიჩიძემ პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო და რისკი გაჩნდა.
გოგლიჩიძის შეფასებები: Flashscore – 5.8; Sofascore – 6.3; Whoscored – 5.8.
35 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 25 ქულით ბოლოდან მე-2 ადგილზეა (19) და სამი ტურით ადრე ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.

კაშია ისევ ჩემპიონი გახდა, წიტაიშვილი პლე-ოფში დარჩა, ხვიჩა არ ათამაშეს – ლეგიონერები

კარგად ითამაშა გიორგი კვერნაძემ. მისი „ფროზინონე“ შინ „ჩიტადელას“ ფრედ ეთამაშა – 1:1. ქართველმა შემტევმა თავის გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.6.

ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ ერთ-ერთი კონკურენტი „მანტოვა“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:0. ქართველმა მცველმა სრულად და საიმედოდ ითამაშა.

„ფროზინონე“ 40 ქულით მე-15 ადგილზეა და მხოლოდ ქულით ასწრებს პლეი აუტის ზონას, მათ შორის „სალერნიტანას“, რომელიც მე-17 პოზიციაზეა.

ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „ტენერიფე“ მიიღო და ქულები დაკარგა – 1:1. თუმცა რა დაკარგა, როცა მატჩი 90+5 წუთზე გადაარჩინა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო: Flashscore – 7.3; Sofascore – 7.2.
„ლევანტე“ 67 ქულით მე-2 ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად ლიდერ „ელჩეს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტურმმა კიტეს გოლით მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა: ქართველს საუკეთესო შეფასებები აქვს

შენგელია ბარსელონას უნდა