in

გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა, თითქმის კვერნაძემაც

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ „ლეჩეს“ უმასპინძლა და მოუგო – 3:2. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და 6.7 ქულა დაიმსახურა.

უდინეზე – ლეჩე 3:2
გოლები: 1:0 კალსტრიომი (16), 2:0 დევისი (37), 2:1 ბერიშა, 3:1 ბუკსა (89), 3:2 ჟოსლენი (90+6)

„უდინეზეს“ 8 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, 29 ოქტომბერს ტურინში „იუვენტუსს“ შეხვდება.

სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „სამპდორიას “ შეხვდა და 1:1 ითამაშა. ჩვენიანი ძირითადში იყო და ბოლოსკენ, 88-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 6.0.
„ფროზინონე“ 15 ქულით მე-5 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა წლის საუკეთესო მეკარის პრიზის ნომინანტია

ხვიჩამ პირველი საგოლე პასი გააკეთა, პსჟ-მ სტუმრად მოიგო