in

გოგლიჩიძემ კარგად ითამაშა, გუგეშაშვილმა ისევ იფრინა – ლეგიონერები

სერია A-ს მე-15 ტურში „ემპოლიმ“ სტუმრად წვიმიან ამინდში „ვერონა“ დაამარცხა – 4:1.
სტუმართა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა. შეფასებები: sofascore – 6.8, flashscore – 6.7, whoscored – 6.6.

სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „რეჯანასთან“ 0:2 დამარცხდა. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასება – 6.1.

პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად „პიასტის“ დაუზავდა – 0:0. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი შეფასებად 7.3 მიიღო.

საბერძნეთში, ლუკა გუგეშაშვილმა 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც ყველას ჯობდა. მისი „პანსერაიკოსი“ შინ პაოკ-თან 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, 10 სეივი შეასრულა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.4.

საბერძნეთშივე, ლევან შენგელიას ოფი შინ დამარცხდა აეკ-თან 1:2. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა და 6.8 მიიღო.

უნგრეთში, წააგო ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზამ“ გასვლაზე „ფეჰერვართან“ – 0:3. კვეკვესკირი 62-ე წუთზე შეცვალეს, შეფასება 6.7.

კიტემ პასი გააკეთა, ბუდუს არ ჩაუთვალეს, ჩაკვე გადაიდო – ლეგიონერები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ყველას ჯობდა, მაგრამ ნაპოლიმ წააგო და პირველი აღარ არის

მინდოდა ლიონის ისტორიაში შევსულიყავი, ახლა ეს სურვილი გამიორმაგდა