in

გოგა NBA-ში დარჩება: ინდიანამ ვერ მისცა ის, რაც უნდა ჰქონოდა

გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსი“ დატოვა. ეს ახალი ამბავია და ჯერ არ ვიცით თუ სად გააგრძელებს კარიერას. ახლა მთავარი საფიქრალი სწორედ ესაა. იმედია გოგა მოძებნის სასურველ და შესაფერის გუნდს ამერიკაში, რაც მისი მომავალი კარიერისთვის ფრიად მნიშვნელოვანია. ამ იმედს ამყარებს „ინდიანას“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი კევინ პრიტჩარდიც, რომელმაც პრესკონფერენციაზე ქართველ კალათბურთელზეც ისაუბრა:

„გარკვეული მიზეზების გამო, ბევრი ცენტრი დაგვიგროვდა. როდესაც დრაფტზე კალათბურთელი აგყავს, მას გარკვეულწილად უფრო მეტ ყურადღებას აქცევ. წელს გოგა ყველაზე მეტად შრომობდა. დღის ბოლოს კი ყველაფერს სწორად აკეთებდა. ჩემი აზრით, გოგა NBA-ის კარგი მოთამაშე გახდება.

გოგას შესახებ ბევრი ზარი მივიღეთ, მას 100%-ით აიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ „ინდიანაში“ არ გაამართლა, მსურს, რომ NBA-ში ითამაშოს. ჩვენთან მან ვერ მიიღო ის შესაძლებლობა, რომელიც უნდა ჰქონოდა.“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის ზედიზედ მესამე მატჩი: 10 წუთი, 2 ქულა და 10-მატჩიანი სერია

კიტეს მნიშვნელოვანი და ბუდუს გუნდის პირველი მოგება – ლეგიონერები