in

გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ყოფილ გუნდთან წააგო

NBA-ის ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ითამაშა გოგა ბითაძემ. „ორლანდომ“ გოგას ყოფილ კლუბ „ინდიანასთან“ სტუმრად დამარცხდა – 118:111.

ბითაძე სასტარტოში იყო და 30 წუთი ითამაშა. მან ორმაგ დუბლს მიაღწია: 10 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 3 დაფარება. გოგამ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

“ორლანდო” 3 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 9 ნოემბერს, “ნიუ-ორლეანის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ საბერძნეთთან ბოლო წამებზე წააგო: ახლა სახლში ისლანდია გვაქვს

იტალიელები არ უშვებენ, ბარსას გააქვს და გააქვს: ჩემპიონთა ლიგის ამბები