NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი” სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს” შეხვდა და მოუგო – 108:103 დაამარცხა. ამით დასრულდა ამ გუნდის ზედიზედ 16-მატჩიანი მოგებათა სერია.
ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ მესამე მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა და 6 წუთი ითამაშა. გოგას ანგარიშზე 3 ქულა და 1 მოხსნაა.
„ორლანდო” 32 მოგებითა და 37 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, „ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings