in

გოგას 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება

გოგა ბითაძემ 13 წუთი ითამაშა, მისი “ინდიანა” კი დამარცხდა. “პეისერსი” ბრუკლინში ჩავიდა და კევინ დიურანტის გარეშე მყოფ “ნეთსს” შეხვდა – 94:104. პირველი ნახევრის შემდეგ ინდიანელები 32 ქულას აგებდნენ და მატჩის ბედიც გარკვეული იყო. საბოლოოდ სტუმრებმა ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხეს.

ბითაძემ თამაშიდან მხოლოდ ორჯერ შეუტია და ორჯერვე ჩააგდო. მის ანგარიშზე 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. ქართველი ცენტრი ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. გოგა გაცილებით სარგებლიანი იყო, ვიდრე ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს თერნერი, რომელმაც ქართველზე ორჯერ მეტი – 26 წუთი დაჰყო მოედანზე. ტერნერმა შეხვედრა 3 ქული, 3 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. ამასთან ის 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ვიდეო: გოგა ბითაძის ეფექტური ჩატენვა “იუტასთან” – “ინდიანამ” ისევ წააგო

12 მოგებითა და 13 მარცხით “ინდიანამ” აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკარგა ერთპიროვნული მე-5 ადგილი. მას “ტორონტო წამოეწია”. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 12 თებერვალს, დეტროიტში “პისტონსთან” გამართავს.

https://www.youtube.com/watch?v=e0JpVapaqsc&feature=emb_logo

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიაში ყინულის მოედანი ჩამოინგრა, მიზეზი დიდთოვლობა გახდა

ბოლო ბაბლი საქართველოში: როგორ იცხოვრებენ და ითამაშებენ გუნდები