NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა” სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი” დაამარცხა – 112:111.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იდგა. გოგამ 26:21 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
სამწუხაროდ, „სან ანტონიოს“ რიგებში არ უთამაშია სანდრო მამუკელაშვილს.
„ორლანდო” 26 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, 11 თებერვალს კი „ატლანტა ჰოუქსს” შეხვდება.
„სპურსი” 22 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და 11 თებერვალს „ვაშინგტონ ვიზარდსს” ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings