in

გოგას 25 წუთი, 8 ქულა და11 მოხსნა, სანდრომ ერთი სამიანი ჩააგდო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და თანაბარი თამაში მაინც დაუთმო – 91:100.

გოგა სასტარტო ხუთეულში იყო, 25 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 მოხსნა, 8 ქულა და 3 დაფარება მოაგროვა.

„მეჯიქს“ 17 მოგება, 11 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს შინ „ოკლაჰომასთან“ გამართავს.

„სან ანტონიო“-„მინესოტას“ მატჩში (92:106) სანდრო მამუკელაშვილმა 8 წუთი ითამაშა. ჩვენიანის ანგარიშზეა 3 ქულა (3-დან 1 სამიანი) და 1 მოხსნა და 1 პასი.

„სან ანტონიო სპურსმა“ კი „ტიმბერვულვზთან“დათმო.

13-13 მოგება-წაგებით „სპურსი“ დასავლეთის კონფერენციაში მე-11 ადგილზეა და 20 დეკემბერს „ატლანტას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი და მოგება, გუგეშაშვილი ტრადიციულად დაფრინავს – ლეგიონერები

ბუდუ შემოდგომის სიმბოლურ ნაკრებშია