in

გოგას 23 წუთი, 14 ქულა და გასვლითი მოგება

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და სტუმრად „საკრამენტო კინგსი“ დაამარცხა – 130:111.

ფლორიდელებმა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 42:23 მოიგეს.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო. ჩვენიანს მესამე პერიოდის მეორე ნახევარსა და მეოთხე პერიოდში არ უთამაშია.

გოგას სტატისტიკა შთამბეჭდავია: 23 წუთი, 14 ქულა (7-დან 7 ორქულიანი), 7 მოხსნა, 2 დაფარება.

25 მოგებითა და 7 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 7 თებერვალს ისევ სტუმრად გამართავს, „დენვერთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

9-ში ვიწყებთ: საქართველო წარადგინეს – 3 სახეობა და 8 სპორტსმენი

მე ვარჯიშზე ვიყავი, მეუღლეს კი თავშესაფარში უწევდა ჩასვლა… გოჩოლეიშვილი უკრაინას იხსენებს