in

გოგას 22 წუთი და 12 ქულა: ორლანდომ ქულით წააგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ატლანტა ჰოუქსი“ მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში ერთი ქულით, 119:120 დამარცხდა.

ჩვენიანი ისევ სასტარტოში იყო და საერთო ჯამში, მოედანზე 21:29 წუთი გაატარა. ბითაძემ 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. თამაშიდან 7-ჯერ ესროლა, 5 სროლა ზუსტი იყო.

ბოლო წამებზე „ორლანდოს“ მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა თავისი სროლა ფლორიდელებმა ვერ გამოიყენეს.

გოგა ბითაძის გუნდი მორიგ შეხვედრას, 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ორლანდოს“ 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის ბოლო მატჩი სკოპიეში: ახალგაზრდულის შემადგენლობა და განრიგი

ჩვენები ევროპაში: ცოტა ითამაშეს… მიქაუტაძემაც