in

გოგას 21 წუთი, 11 ქულა და მოგება, სანდროს 7 წუთი, 2 ქულა და წაგება

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მორიგი მატჩში შინ „ვაშინგტონ უიზარდი“ დაამარცხა – 110:90.

ქართველი ცენტრი ამჯერად სასტარტოში არ ყოფილა. ბითაძემ ჯამში 21:43 წუთი ითამაშა. მის ნაგარიშზეა 11 ქულა, 9 მოხნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა. გოგამ 5 სროლიდან 4 ჩააგდო, 4 საჯარიმო ტყორცნიდან 3 გამოიყენა.

„ორლანდო“ 29 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „ნიუ ორლეანსთან“ დამარცხდა – 96:114.
ქართველმა კალათბურთელმა 7 წუთი ითამაშა და 2 ქულა და 1 მოხსნა მოასწრო. „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის ზონის მიღმა, მე-12 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი გუნდი ვართ, ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ: ხვიჩა ასე გაგრძელებას აპირებს

ვიდეო: საქართველომ თამაშამდე ივარჯიშა – ორივე გუნდი გადახალისებულია