NBA-ში „ოლ სტარი“ იყო და ამის გამო რეგულარულ სეზონში მცირე პაუზა გამოვიდა. მისი დასრულების შემდეგ კი გუნდები საქმეს შეუდგნენ და გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ატლანტა“ დაამარცხა – 114:108.
გოგას სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 16 წუთი, 6 ქულა (3/3 ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება.
„ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს გამართავს, შინ „მემფისთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings